FAQ
FAQ მოკლე აღწერა
ხშირად დასმული კითხვები
რას გულისხმობს ტანდემ პარაგლაიდინგი?

ტანდემ პარაგლაიდინგი ეს არის ფრენა ორ კაციანი პარაპლანით, სადაც მგზავრი ჯდება წინ ხოლო პილოტი უკან. მგზავრსა და პილოტს აქვს ცალ-ცალკე სკამი. არ არის აუცილებელი მგზავრს ჰქონდეს რაიმე გამოცდილება ან იცოდეს პარაპლანის მართვა. მგზავრი მოკლე ინსტრუქციას მიიღებს აფრენამდე რის შედეგადაც შეუძლია უბრალოდ დატკბეს ფრენით.

ვის შეუძლია ფრენა ?

 ნებისმიერ მსურველს 4 წლის ასაკიდან.

არის თუ არა წონის ლიმიტი?

ჩვენს აღწურვილობას აქვს წონის ლიმიტი, შეზღუდვა გარკვეულწილად დამოკიდებულია ამინდზე, წონის ლიმიტი მინიმუმ 20კგ-დან და მაქსიმუმ 130კგ-მდე მერყეობს.

რამდენი ხანი ვიქნები ჰაერში?

 ფრენის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ამინდზე და ასევე ფრენის რომელ პროგრამას აირცევთ.

რა უნდა მეცვას?

 სასურველია გეცვათ კომფორტული ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი, საჭიროების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ საფრენ აღწურვილობას.

შემიძლია თუ არა თხილამური/სნოუბორდი ვიქირაო რამოდენიმე დღით?

დიახ შესაძლებელია 

შემიძლია თუ არა თვითონ ვმართო ბურანი/კვადროციკლი ?

დიახ შეგიძლიათ თუ გაქვთ შესაბმისი გამოცდილება, და თუ აიღებთ პასუხისმგებლობას თქვენს მიერ დაზიანებულ ნივთზე.